“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს “ბოქლომი” დაადო. მისივე თქმით, ბოქლომს პარლამენტის ყველა შესასვლელს დაადებენ.
ცოტა ხნის წინ, აქციაზე გამოსვლისას, უგულავამ განაცხადა, რომ არ მისცემენ შესაძლებლობას “ქართული ოცნების” წევრებს, ხვალ სახელწიფო დაწესებულებებში შევიდნენ:
“გაიგეთ, ქართული ოცნების უმრავლესობაში ვინ დარჩით – თქვენ ხვალიდან ამ შენობაში [პარლამენტში] მუშაობას ვერ გააგრძელებთ.”