ახალი ამბები

უგულავა: ხვალიდან “ოცნების” წარმომადგენლები ვერც ერთ სახელმწიფო უწყებაში ვერ შევლენ

17 ნოემბერი, 2019 • 844
უგულავა:  ხვალიდან “ოცნების” წარმომადგენლები  ვერც ერთ სახელმწიფო უწყებაში ვერ შევლენ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციაზე განაცხადა, რომ არ მისცემენ შესაძლებლობას “ქართული ოცნების” წევრებს, ხვალ სახელწიფო დაწესებულებებში შევიდნენ.

“გაიგეთ, ქართული ოცნების უმრავლესობაში ვინ დარჩით – თქვენ ხვალიდან ამ შენობაში [პარლამენტში] მუშაობას ვერ გააგრძელებთ.  არცერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა,  სანამ არ დაინიშნება პროპორციული რიგგარეშე არჩევნები და თუ არ დაინიშნება, მაშინ ისინი ვერ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ამიტომ, მეგობრებო, რამდენი სპეცრაზმიც გყავთ, მოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენ გვერდით”, – განაცხადა უგულავამ აქციაზე გამოსვლისას.

“შეუძლებელია ამის ატანა, ჩვენ დაგვამცირეს”, – დასძინა მან და დაამატა – “ივანიშვილმა გადაგვაგდო, ახლა დროა, ჩვენ გადავაგდოთ ივანიშვილი”.

პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს ვადამდელი, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტში უმრავლესობამ ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი