ახალი ამბები

დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება – სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2019 • 1212
დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამენტის პიკეტირება დაიწყება. აქციაზე გამოსვლისას სამადაშვილმა პარლამენტის წევრებს მოუწოდა, ხვალ შენობაში შესვლა არც იფიქრონ, რადგან მისი პიკეტირება მოხდება.

“საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, სახელმწიფო შენობების პიკეტირება მოახდინოს, მათ შორის პარლამენტისა. დიახ, დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება. ამ შენობაში ივანიშვილის ვერც ერთი “გოშია” ვერ შევა. ისინი შევლენ ერთადერთი მიზნით, გააფორმონ ქართველი ხალხის არჩევანი: გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება და მეორე, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რათა უახლოეს მომავალში ხელისუფლება ქართველ ხალხს დაუბრუნდეს.

ეს არ არის მორიგი აქცია. აქცია გაგრძელდება ხვალაც. ამასთან, მინდა აქედან განვაცხადო, რომ უმჯობესია არც იფიქროს არცერთმა ივანიშვილის გოშიამ, რომელსაც დღეს პარლამენტის წევრი ჰქვია, პარლამენტში მოსვლა. რადგან ხვალ პარლამენტს იბრუნებს ქართველი ხალხი და მის პიკეტირებას მოაწყობს”,-განაცხადა სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი