“მთავარი არხის” ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში იარაღი შეიტანეს. არხის ინფორმაციითვე, შსს-ს თანამშრომლებს იარაღი შენობის დერეფნში აქვთ მიტანილი. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის ეზოშიც არიან მობილიზებული. ნეტგაზეთი შსს-ს დაუკავშირდა.
დღეს, 3 საათზე პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.
საკუთარი აღჭურვილობა აქვთ და არა ცეცხლსასროლი იარაღი – სირაძე პარლამენტში მყოფ პოლიციაზე