ახალი ამბები

“ოცნება“ 16 ნოემბერს უმრავლესობის სხდომას გამართავს – თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 • 1015
“ოცნება“ 16 ნოემბერს უმრავლესობის სხდომას გამართავს – თალაკვაძე

ხვალ, 16 ნოემბერს, “ქარული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრესკონფრენეციაზე განაცხდა.

თალაკვაძის თქმით, “ოცნება“ მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს და წუხს, რომ მისი თანაგუნდელების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.

“ხვალ, 11:00 საათზე, ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხიმსგებლობას“, – ამბობს თალაკვაძე.


საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი