ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა

15 ნოემბერი, 2019 • 2684
მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა

მამუკა ხაძარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს”  12 ახალი წევრი წარადგინა.  მათ შორის არიან მემარცხენე აქტივისტები და პოლიტიკოსები, ირაკლი კუპრაძე, გრიგოლ გეგელია და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი.

როგორც ხაზარაძემ ახალი წევრების წარდგენამდე განაცხადა, “ლელოს” უერთდებიან განსხვავებული შეხედულებების ადამიანები, რომლებმაც საკითარი საქმე პროფესიონალიზმით დაამტკიცეს:

“ლელო არის ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ახალი წევრები გვიერთდებიან, სხვადსხვა შეხედულებების ადამიანები, თავისუფალი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც თავისი თავი დაამტკიცეს პროფესიონალიზმით და საკუთარი საქმინაობით.

ჩვენ ვქმნით იმ ადგილს, სადაც ეს ადამიანები ერთი იდეის გარშემო იქნებიან გარეთიანებული და ამ იდეას ჰქვია ეროვნული თანხმობა, ამ იდეას ჰქვია საქართველო. ჩვენ არ გვეშინია შიდა დისკუსიის, მივესალმებით სხვადსხვა აზრებს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში, აზრთა ჭიდილში” ,- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” 12 ახალ წევრს შორის არიან:

  • გრიგოლ გეგელია – პოლიტიკური თეორიის დოქტორი;
  • ირაკლი კუპრაძე – საჯარო სამართლის იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
  • ჯოზეფ სმიტი – აღმოსავლეთმცოდნე, სამოქალაქო აქტივისტი;
  • ეკატერინე დიასამიძე – კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი;
  • ცოტნე ჭანტურია – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორანტი;
  • ქეთევან მურღულია – პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, სოციოლოგი, მედიამკვლევარი;
  • ოთარ დავითაშვილი  – პოლიტიკის მეცნიერი, სამოქალქო აქტივისტი;
  • ვაჟა დარჩია – პოლიტიკის მეცნიერი, სამოქალაქო აქტივისტი;
  • ირაკლი აბაშიძე – ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
  • მარიამ ხვედელიძე – სამოქალაქო აქტივისტი;
  • გიორიგ მეტრეველი – კულტუროლოგი, რეჟისორი, აქტივისტი;
  • თორნიკე ართქმელაძე – სამართლის მაგისტრი, სამოქალაქო აქტივისტი;

მასალების გადაბეჭდვის წესი