ახალი ამბები

მემორანდუმი შსს–ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს შორის

3 მაისი, 2015 • 1506
მემორანდუმი შსს–ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს შორის

როგორც შსს–ს განცხადებაშია ნათქვამი, ეს მემორანდუმი სასწავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, შსს-ს აკადემია გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისას, გაფორმებული მემორანდუმისა და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.


“მოცემული მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობას რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ნებისმიერ საზოგადოებაში ძალიან სენსიტიურია რწმენისა და აღმსარებლობის თემები, შესაბამისად, ნებისმიერ საზოგადოებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის დამოკიდებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კუთხით ვფიქრობთ ჩვენ თანამშრომლობას, რამეთუ სააგენტო დაგვეხმარება ჩვენ ჩვენი მსმენელების ცნობიერების ამაღლებაში, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით, რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით,”– განაცხადა შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა.


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გასულ წელს შეიქმნა. 2015 წლის დასაწყისში სააგენტომ  რელიგიის პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი წარმოადგინა. ამ დოკუმენტის გარკვეულ პუნქტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა

მემორანდუმს ხელს აწერენ შსს–ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. ფოტო– შსს–ს ვიდეომასალიდან.
მემორანდუმს ხელს აწერენ შსს–ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. ფოტო– შსს–ს ვიდეომასალიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი