ახალი ამბები

დემონსტრანტების ნაწილი ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიდის

14 ნოემბერი, 2019 •
დემონსტრანტების ნაწილი ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიდის

პარლამენტიდან დემონსტრანტების ნაწილი ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართება და იქ გააგრძელებს საპროტესტო აქციას.

ნახეთ ვიდეო:

სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო დემონსტრაცია მიმდინარეობს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ, დემონსტრანტებმა კარვები მოიტანეს.

მანამდე აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ კარვების ქალაქი იქამდე არ დაიშლება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

„დღეს რუსთაველზე გაიშლება ბანაკი, მოეწყობა კარვების ქალაქი. ჩვენ არ ვიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც შეგვპირდნენ [პროპორციულ არჩევნებს]“, — განაცხადა დიღმელაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი