ახალი ამბები

“არ ვცვლი პოზიციას” – დიმიტრი ცქიტიშვილი

14 ნოემბერი, 2019 • 1607
“არ ვცვლი პოზიციას” – დიმიტრი ცქიტიშვილი

“მე არ ვცვლი პოზიციას, ჩემი პოზიცია არ არის ცხელ გულზე მიღებული, ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება”, – ეს განცხადება დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა საღამოს საქართველოს პარლამენტში.

ცქიტიშვილი ერთ-ერთია იმ 8 დეპუტატთაგან, ვინც დღეს უმრავლესობა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაა. ცქიტიშვილის თქმით, მას უმრავლესობის დატოვება გადაწყვეტილი არ ჰქონია.”არ გვქონია დაგეგმილი და შეთქმულება”

მისივე თქმით, პარლამენტში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების თაობაზე ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი