ახალი ამბები

უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს – მდინარაძე

14 ნოემბერი, 2019 • 988
უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობიდან პარტიის წევრების წასვლის მიუხედავად, უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს.

„უმრავლესობის დაშლის არანაირი საფრთხე არ არსებობს. [უმრავლესობაში] 104 ადამიანი [იყო], თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ განცხადებებს, 96 ადამიანი“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან თქვა, რომ დასანანია თანაგუნდელების გადაწყვეტილება უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა ჩააგდეს პროპორციული სისტემა,უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვა 8 დეპუტატმა, მათ შორის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოიშვილმა.

გვიან საღამოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ ეს ფრაქცია არ ეთანხმება პარლამენტის მიერ დღეს პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდებას; ხვალ გახდება ცნობილი, ისინიც დატოვებენ თუ არა უმრავლესობას. ამასთან დაკავშირებით მდინარაძემ განაცხადა:

„ვისაც ასევე ძალიან არ მოგვეწონა ეს გადაწყვეტილება [პროპორციულის ჩაგდება], ყველამ რომ დავტოვოთ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები, გამოვა თუ არა ეს პასუხისმგებლიანი საქციელი ჩვენი მხრიდან, ამაზეც ვიმსჯელოთ. ეს იქნება ის, რაზეც ოცნებობს ნაციონალური მოძრაობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი