ახალი ამბები

“არის რამდენიმე შესაძლებლობა, მათ შორის პლებისციტი” – გიგი უგულავა

14 ნოემბერი, 2019 • 1291
“არის რამდენიმე შესაძლებლობა, მათ შორის პლებისციტი” – გიგი უგულავა

“არის რამდენიმე შესაძლებლობა, მათ შორის პლებისციტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე.

“ჩვენ ვილაპარაკებთ ახლა. არის რამდენიმე შესაძლებლობა, მათ შორის, პლებისციტი, რეფერენდუმი, რომელიც ტექნიკურად და სამართლებრივად სწორი იქნება. როდესაც პარლამენტი არის დისფუნქციური, როდესაც ხელისუფლების მიტაცება ხდება, ჩვენ ვალდებული ვართ, დავუბრუნდეთ ხალხს და ვკითხოთ ხალხს. ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა სამართლიანი, პროპორციული არჩევნები”,- განაცხადა გიგი უგულავამ.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში არის შეკრებილი და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

მასალების გადაბეჭდვის წესი