ახალი ამბები

კალაძე ირწმუნება, რომ შუათითი დაცვის თანამშრომლებს აჩვენა

14 ნოემბერი, 2019 • 2630
კალაძე ირწმუნება, რომ შუათითი დაცვის თანამშრომლებს აჩვენა

თბილისის მერი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ შუათითი არა აქციის მონაწილეებს, არამედ მისი დაცვის წევრებს აჩვენა.

დღეს, 14 ნოემბერს, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კახა კალაძე მანქანის ფანჯრიდან შუათითს აჩვენებს იმ მიმართულებით, სადაც მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში“ [იგივე “სირცხვილია“] აქტივისტები დგანან. ეს კადრები ტელეკოპანია “ფორმულამ“ გაავრცელა.

ვიდეოს გვავრცელების შემდგომ თბილისის მერიის პრესსამსახურმა კახა კალაძის განცხადება გაავრცელა, სადაც კალაძე ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი ჟესტი მას აქციის მონწილეებისთვის არ უჩვენებია. კახა კალაძის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და ადგილზე მყოფი საკუთარი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოხატა.

ამავე თემაზე:

შუათითი აქციის მონაწილეებისთვის არ მიჩვენებია – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი