ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსურმა მხარემ გვაცნობა, რომ გაფრინდაშვილმა განზრახ გადაკვეთა ადმინისტრაციული ხაზი – EUMM

14 ნოემბერი, 2019 • 1239
ოსურმა მხარემ გვაცნობა, რომ გაფრინდაშვილმა განზრახ გადაკვეთა ადმინისტრაციული ხაზი – EUMM

ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზთან უკანონოდ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს:

“მისიას შეუძლია ამ ეტაპზე თქვას მხოლოდ ეს: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი გააქტიურდა ორჯერ. გააქტიურება მოხდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ცხელი ხაზის მეშვეობით ოსურმა მხარემ გვაცნობა, რომ ბატონი გაფრინდაშვილი დაკავებულია დე ფაქტო კრიმინალური კოდექსის ერთ-ერთი მუხლის დარღვევისთვის მას შემდეგ, რაც მან განზრახულად გადაკვეთა ადმინისტრაციული სასაზღვო ხაზი”, – გვიპასუხეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

რა გარემოებებში დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა, ქართული მხარე ამის შესახებ არ საუბრობს.

ქართული მხარე რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ექიმზე განცხადებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი