ახალი ამბები

11 ადამიანი აკლია, მოგვეცით ორიოდე წუთი, რომ ამოვიღოთ სია – მდინარაძე

14 ნოემბერი, 2019 • 708
11 ადამიანი აკლია, მოგვეცით ორიოდე წუთი, რომ ამოვიღოთ სია – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელახალი რეგისტრაცია ითხოვა.

პირველი რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა.

“გთხოვთ, მოგვცეთ 2-3 წუთი, რომ ამოვიღოთ სია, ვინ აკლია. 11 ადამიანი აკლია, ფაქტია. ზუსტად ვიცით, რომ 3 ადამიანი არ უნდა იყოს უმრავლესობიდან, 2 – ავადმყოფობის და 1 მივლინების გამო. ვნახოთ ზუსტად, კომუნიკაცია შეგვიძლია მათთან და რამდენიმე წუთში ხელახალი რეგისტრაცია, რომ რისკები არ იყოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ხელახალი რეგისტრაცია 139-მა დეპუტატმა გაიარა, მესამე რეგისტრაცია კი – 141-მა დეპუტატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი