ახალი ამბები

პრემიერის მრჩევლად ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი დაინიშნა

14 ნოემბერი, 2019 • 3169
პრემიერის მრჩევლად ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი დაინიშნა

ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა.

ახალი მრჩეველი გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

“ლელა აქიაშვილი ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას. ასევე, გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო. ასევე გააქტიურდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი იყო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის – გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი  – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი