ახალი ამბები

III კვარტალში საქართველოში 2.2 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

14 ნოემბერი, 2019 • 875
III კვარტალში საქართველოში 2.2 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა თითქმის 4%-ით გაიზარდა და 2.8 მილიონს მიაღწია.

მესამე კვარტალში საქართველოში სულ 3.4 მილიონი მოგზაური შემოვიდა, რაც 2018 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელს 4.6%-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. რაც შეეხება ვიზიტორებს, მათმა რაოდენობამ მე-3 კვარტალში 2.2 მილიონს მიაღწია. 2018 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 1%-ით არის გაზრდილი.

წყარო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე, ექსკურსანტი კი ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.

წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი