“მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომ არა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩვენ მთავრობის უახლეს სხდომაზე, ხვალ ვაპირებდით გამოგვეტანა ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმა: კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმა. თუმცა პროცესი რა თქმა უნდა, არ შეფერხდება, ეს არის ტექნიკური საკითხი და საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთანავე, ეს საკითხი მთავრობის უახლოეს, პირველივე სხდომაზე განიხილება და მიიღება. ამით შესრულდება ჩვენი კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მივეცით ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ არჩევნებამდე”, – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნული განაცხადება ირაკლი ღარიბაშვილამა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, მას შედეგ რაც მიმართა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა რაც შეიძლება მალე გამოუცხადოს.
დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრ ლევან ყიფიანის განცხადება გადადგომის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დააკამყოფილა. ლევან ყიფიანი საქართველოს მთარობაში მეშვიდე მინისტრია რომელიც გადადგა. საქართელოს კონსტიტუციის მიხედვით, 7 მინისტრის დადგომის შემთხვევაში მთავრობას ნდობა საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.
ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის ინიციატივით გასული წლის დეკემბერში გამოვიდა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაავალა.








