ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა ცნობილი ქართველი ექიმი გაიტაცეს – რუსთავი 2

14 ნოემბერი, 2019 • 2154
რუსმა სამხედროებმა ცნობილი ქართველი ექიმი გაიტაცეს – რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქე აღმოჩნდა ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინადაშვილი.

სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

რა გარემოებებში დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა, ქართული მხარე ამის შესახებ არ საუბრობს.

ვაჟა გაფრინდაშვილთან ჩაწერილ პაციენტებს “მედიქლაბში” განუცხადეს, რომ ის შეუძლოდაა და გაურკვეველი დროით მასთან ვიზიტები გადადებულია.

24 ოქტომბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პატრულირების პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი დამკვირვებელიც დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი