ახალი ამბები

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა 2 პირი დააკავეს

11 ნოემბერი, 2019 • 1055
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა 2 პირი დააკავეს

კასპთან, სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა 2 კაცი დააკავეს. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია სუს-ში დაუდასტურეს.

უწყება ამბობს, რომ ორივე პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მათივე თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი