ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. მიზეზი ის საფრთხეა, რომელიც მათი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკავშირდება.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმისა და საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი ლიდერები, მათ შორის- შალვა ნათელაშვილი, ეკა ბესელია, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი, თაკო ჩარკვიანი და სხვები. ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასწრებას აპირებდა ირმა ინაშვილიც, თუმცა ეს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხდა.

ოპოზიციონერი ლიდერები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ პროპორციული სისტემის რეფორმა არ ჩააგდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხელისუფლებას პასუხის გაცემით ემუქრებიან. დავით უსუფაშვილის თქმით, მათ ექნებათ მჭიდრო საკოორდინაციო სისტემა რეფორმის დასაცავად.

ამავე თემაზე

პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადეს