ახალი ამბები

“ეს მართული პროცესია და არა ვაჭრობა” – ბესელია მაჟორიტარების პროტესტზე

13 ნოემბერი, 2019 • 979
“ეს მართული პროცესია და არა ვაჭრობა” – ბესელია მაჟორიტარების პროტესტზე

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ბოლო ორ დღეში პროპორციული არჩევნების კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები დადგმული და მართულია.

ბესელიას თქმით, გუშინაც ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ უმრავლესობის წევრები კენჭისყრის გადადებისთვის და მათ მიერვე ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდებისთვის მიზეზებისა და საბაბების ძებნას დაიწყებდნენ. იგი ამბობს, რომ სწორედ ამ სცენარით წარიმართა დღევანდელი მოვლენები.

“ მე არ ვარ იმ პოლიტიკოსების რიგში, რომლებსაც სჯერათ, რომ ახლა მიმდინარე ეს პროცესი უმართავი და დაუგეგმავია, რომ აჯანყდნენ მაჟორიტარები და ა.შ. რა თქმა უნდა,  მყარად ვარ ჩემს პოზიციაში დარწმუნებული, რომ ეს მართული პროცესია“, – აცხადებს ეკა ბესელია ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, გუშინ, 12 ნომებერს გამართლ სხდომას თავიდანვე ეტყობოდა განწყობა, რომ უმრავლესობას ამ სხდომის ჩაშლა უნდოდა –  “ეს ძალით გაბრაზებული დეპუტატები უმრავლესობიდან, შარზე მყოფი ადამიანები, ჩხუბი რომ გინდა, მაგრამ ვერ ჩხუბობ“.

“და ძალიან უნიჭოდ იყო ეს დავალება შესრულებული, დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ თურმე ეს ყველაფერი არ მეჩვენებოდა“, – დასძენს ბესელია.

ბესელია ყვება, რომ უმრავლესობის ქცევის მოტივაცია პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა და ძველი სისტემის დატოვებაა. ეს კი  ხდება იმიტომ, რომ არსებულ სისტემაში მმართველი პარტია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას ხედავს.

“ახლა შევხედოთ პროცესს – არცერთი ის ადამიანი, რამდენიმეს გამოკლებით, რომელსაც თავიდანვე არ უნდოდა… იგივე ოქრიაშვილი, რომელიც თავიდანვე წინააღმდეგი იყო…  მაგრამ მე ვსაუბრობ პარტიის იმ წევრებზე, რომლებიც ახლა ღია დაპირსიპირებაში არიან და ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ – ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ.

ერთი იმიტომ, რომ მათ უკვე ისწავლეს: ივანიშვლთან ვინც ასე ლაპარაკობს, მას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ რაიმე უეკთესს მიიღებს.

მეორე, ეს არ არის ის თემა, რომელიც მომგებიანი იქნება ამ მაჟორიტარისთვის ან იგივე იმ შედეგისთვის, რისთვისაც ისინი იბრძვიან… პირობითად რომ ვთქვათ, “იბრძვიან“ ეს მაჟორიტარები იმიტომ, რომ ეს ის თემაა, რაზეც იძულებით წავიდა ხელისუფლება – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხომ არ იყო ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება?!“, – განმარტავს ბესელია.

ბესელია ამბობს, რომ როდესაც იძულებით მიღებულ გადაწყვეტილებას ამდენი ადამიანი, მათ შორის კანონპროექტისთვის ხელმომწერი დეპუტატი, ეწინააღმდეგება, ეს არგუმენტია იმისთვის, რომ პროცესი უმართავი არ არის.

“მესამეც, მე კარგად ვიცნობ შიდა სურათს და, შესაბამისად, დარწმუნებით გეუბნებით, არც ფიცი მჭირდება, გინდა დაიჯერეთ გინდა არა, ეს არ არის ვაჭრობის თემა, ეს არ არის პროცესი, რომლითაც რომელიმე მაჟორიტარი ფიქრობს, რომ გარანტია მოიპოვოს, ეს არის მართული პროცესი, სახიფათოდ მართული“, – დასძენს ბესელია.

ბესელიას თქმით, დღეს კენჭისყრა რომ ჩატარებულიყო, კანონპოექტი, ალბათ, ჩავარდებოდა. ახლა კი უმრავლესობა საზოადოების განწყობას უყურებს და აკვირდება მის რეაქციაებს. თუმცა შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს, “ესეც ახასიათება მმართველ პარტიას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი