ახალი ამბები

“ასე გამოდის” – ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა საარჩევნო სისტემის საკითხზე

13 ნოემბერი, 2019 • 1659
“ასე გამოდის” – ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა საარჩევნო სისტემის საკითხზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე კმაყოფილია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის კენჭისყრის გადადების გამო.

“ჩემთვის მისაღები იყო ის, რაც მოხდა, რომ ფაქტის წინაშე არ დავდექით. დღეს პროექტი აუცილებლად ჩავარდებოდა. მე ეს განვაცხადე და გავაფრთხილე, პირველ რიგში, მმართველი გუნდი და შემდეგგ ოპოზიციაც. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სურვილია, რომ გავიდეთ შედეგზე, მაგრამ ნაკლები რყევების ხარჯზე”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილის წინააღდმეგ ხომ არ წავიდა, ხუნდაძემ უპასუხა: “ასე გამოდის”.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, გამორიცხულია, მან პოზიცია შეიცვალოს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი დაუჭიროს.

“ჩემი პოზიცია არის მყარი და უცვლელი, მაგრამ რაც არ უნდა მყარი ვიყო, ერთი ხმა არის ერთი ხმა. ამიტომ მთავარია, თანამოაზრეები ვიყოთ მყარად, რომ ხვალ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ქვეყანა არ შევიყვანოთ ქაოსში”, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე თავად არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი