ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება ისევ არ მისცეს და მისი წევრები დააპატიმრეს

13 ნოემბერი, 2019 • 962
ბაქოში ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება ისევ არ მისცეს და მისი წევრები დააპატიმრეს

აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტია “მუსავატის” აქციამდე პოლიციამ 40 მოქალაქე დააკავა, მათ შორის- პარტიის ლიდერები და წევრები, რომლებიც უკვე გათავისუფლებული არიან

ბაქოში სამი ადგილიდან ერთ-ერთზე აქციის ჩატარების თხოვნით  პარტიის წევრებმა ბაქოს მერიის ხელმძღვანელობას მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს და მიტინგის ქალაქგარეთ ჩატარება შესთავაზეს. თუმცა პარტიამ არასანქცირებული აქციის გამართვა ბაქოს მერიის წინ გადაწყვიტა.

შესაბამისად, 12 ნოემბრის აქციამდე პოლიციამ პარტიის წევრები და აქტივისტების  ნაწილი დააპატიმრა.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი