ახალი ამბები

“[მაჟორიტარებს] არაფერს ვაიძულებთ” – მდინარაძე პროპორციულზე გადასვლაზე

12 ნოემბერი, 2019 • 736
“[მაჟორიტარებს] არაფერს ვაიძულებთ” – მდინარაძე პროპორციულზე გადასვლაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასდროს დაუმალავთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე “გუნდში  იყო აზრთა სხვადასხვაობა”. 

თუმცა, როგორც მდინარაძემ დღის ბოლოს განაცხადა, რამდენიმე მისი კოლეგის განცხადების სიმწვავე მასაც გაუკვირდა:

 ,,ცხადია, მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ. ეს არ არის ახალი. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში  იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც დღეს ვიხილეთ, არ ველოდი. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა და არამხოლოდ ქვეყანაში, გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ. მით უმეტეს, იმ კოლეგების, რომელთაც ყოველთვის გააჩნდათ საპირისპირო აზრი. დღეს მათ მოიტანეს მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ის ასე ჟღერსრატომ მივდივართ კომპრომისზე იმ ძალასთანრომელიც პატრიარქის მორალურ მკვლელობას გეგმავს? ეს გასაგებია. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ“, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნებისთავმჯდომარემ მამუკა მდინრაძემ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი