ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა გენდერული თანასწორობის ჯილდოზე კონკურსი გამოაცხადა

27 აპრილი, 2015 • • 1178
საქართველოს პარლამენტმა გენდერული თანასწორობის ჯილდოზე კონკურსი გამოაცხადა

პარლამენტის ცნობით, კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მოქმედ ქართულ და უცხოურ კომპანიებს, ასევე სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ. ჯილდო ოთხ ნომინაციაში გაიცემა და მონაწილეობის მიღება ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაშია შესაძლებელი.

  1. უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის
  2. ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე
  3. ჯილდო საუკეთესო და ინოვაციური გენდერული პოლიტიკისათვის ორგანიზაციის შიგნით
  4. ჯილდო – საუკეთესო მეწარმე ქალი

 

პარლამენტის ცნობით, კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღიაა იმ ბიზნესკომპანიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 30-ზე მეტი თანამშრომელი, ორ წელზე მეტია მოქმედებენ ქართულ ბაზარზე და რომელთა წლიური ბრუნვა 100 000 ლარს აღემატება.

 

თანამშრომელთა რაოდენობისა და წლიური ბრუნვის შეზღუდვა არ ეხება ჯილდოს „საუკეთესო მეწარმე ქალი“.

 

ნომინაციაში „გენდერული ბალანსისათვის აღმასრულებელ დონეზე“ ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამთავრობო უწყებები და თვითმმართველობის ორგანოები.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 18 მაისი. გამარჯვებულები დასახელდებიან გენდერული თანასწორობის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2015 წლის 4 ივნისს გაიმართება.

 

კონკურსი „გენდერული თანასწორობის ჯილდო“ უკვე მეოთხედ ტარდება. კონკურსი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

გენდერული თანასწორობის საბჭო
გენდერული თანასწორობის საბჭო

მასალების გადაბეჭდვის წესი