ახალი ამბები

ჩვენი ამოცანაა, წყალტუბოს კურორტი 2024 წლიდან ამოქმედდეს – თურნავა

11 ნოემბერი, 2019 • 3065
ჩვენი ამოცანაა, წყალტუბოს კურორტი 2024 წლიდან ამოქმედდეს – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფოს ამოცანაა, წყალტუბოს კურორტი სრულმასშტაბიანად 2024 წლიდან ამოქმედდეს.

11 ნოემბერს მთავრობამ წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა თბილისში, სასტუმრო „რედისონში“. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა ნინო ჩოლოყაშვილმა, რომელმაც წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა, თქვა, რომ წყალტუბოში სახელმწიფოს მიერ შესწავლილი სანატორიუმებიდან 4-ის სრული დემონტაჟია საჭირო, 12-ს კი „აქვს არქიტექტურული ღირებულება და მისი იერსახე უნდა შენარჩუნდეს“.

სახელმწიფოს მიერ შესწავლილი 16 სანატორიუმიდან ამჟამად მხოლოდ 15 არის სახელმწიფოს ბალანსზე [როდესაც ისინი შეისწავლეს, მაშინ მე-16 ობიექტი გასხვისებული არ იყო].

ამასთან, ნათია თურნავას თანახმად, უახლოეს მომავალში შემუშავდება წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა.

ნინო ჩოლოყაშვილის თანახმად, სამუშაოები ერთ ფაზად ჩატარდება. მისი ცნობითვე, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 620-დან 865 მილიონ აშშ დოლარამდეა.

4 ნაბიჯი, რის გარეშეც NGO-ების აზრით, წყალტუბოს რესურსების პრივატიზაცია არ უნდა მოხდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი