ახალი ამბები

მათიკაშვილი ომბუდსმენის სარჩელზე: არაკონსტიტუციურობასთან საქმე არ გვაქვს

11 ნოემბერი, 2019 • 646
მათიკაშვილი ომბუდსმენის სარჩელზე: არაკონსტიტუციურობასთან საქმე არ გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი წესი კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.

მათიკაშვილი ომბუდსმენის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ამბობს, რომ ეს სახალხო დამცველის პირადი გადაწყვეტილებაა:

“ეს არის პირადად მისი გადაწყვეტილება. ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გასაკვირია მისი ეს განწყობა, რადგანაც ამ ხნის განმავლობაში, უშუალოდ მოსმენის დროს, დასმულ კითხვებში, პოზიციაში და ა.შ. ასეთი განწყობა არ გამოიხატებოდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ კრიტიკული შეკითხვები მას, რამდენადაც მე მახსოვს, თავიდანვე ჰქონდა. ეს არის ის პრეროგატივა, რომელიც გააჩნია სახალხო დამცველს. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ აქ არაკონსტიტუციურობასთან საერთოდ არ გვაქვს საქმე” ,- ამბობს მათიკაშვილი.

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე სარჩელით ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ ნოემბერს მიმართა.

ომბუდსმენი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი