ახალი ამბები

ევროსაბჭოს გენმდივანი: შეშფოთებას გამოვხატავ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომაროებაზე

11 ნოემბერი, 2019 • 1395
ევროსაბჭოს გენმდივანი: შეშფოთებას გამოვხატავ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომაროებაზე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. როგორც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის მომზადებაა:

“ჩემი ვიზიტის მიზანია მოვამზადო საქართველოს თავმჯდომარეობის პროცესი ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აწუხებს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორებთან სიტუაციის ჩათვლით.

კონსოლიდირებულ მოხსენებას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ხდება სიტუაციის მონიტორინგი. მინდა გამოვხატო შეშფოთება უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომაროებაზე აღნიშნულ ტერიტორიებზე. კონსოლიდირებულ მოხსენებას როდესაც განვიხილავთ, ის მიმართული იქნება სიტუაციის დამშვიდებისკენ, რათა შევძლოთ აღნიშნული საკითხის მშვიდობიანი მოგვარება” ,- ამბობს ბურიჩი.

ვიზიტის ფარგლებში ბურიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტსაც შეხვდება. მისი თქმით, ევროსაბჭო მაღალ შეფასებას აძლევს საქართელოს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ და ბავშვთა საკითხებში და აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პრიორიტეტი ევროპის საბჭოს პრიორიტეტიცაა.

2019 წლის ნოემბერში საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც თითოეული წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა ან სტრასბურგში მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისგან შედგება. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას.

რიგითობა თუ რეფორმების აღიარება – რატომ ხდება საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

მასალების გადაბეჭდვის წესი