ახალი ამბები

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

11 ნოემბერი, 2019 • 1902
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ევროპსაბჭოში გაწევრებიდან 20 წლის შემდეგ ეს არის თავმჯდომარეობის პირველი შემთხვევა. რაც შეეხება პრიორიტეტებს, მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ორგანიზაციების მთავარი ღირებულებების განმტკიცებაზე იმუშავებს.

“27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით საქართველო მინისტრთა კომიტეტს უხელმძღვანელებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ მიერ შემუშავებულ იქნა პრიორიტებები, ასევე, ექვსთვიანი კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს თავმჯდომარეობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებასა და კონფერენციების გამართვას. ეს კალენდარი და პრიორიტეტები დადგენილი წესით გაჟღერდება თავმჯდომარეობის გადაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე”, – აცხადებს ზალკალიანი.

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი