ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ტყეში ძლიერი ხანძრის ჩაქრობის თხოვნით რუსეთს მიმართავს

11 ნოემბერი, 2019 • 678
აფხაზური მხარე ტყეში ძლიერი ხანძრის ჩაქრობის თხოვნით რუსეთს მიმართავს

აფხაზური მხარე გეგმავს, ტყის მასივში ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად რუსეთს მიმართოს.

ცეცხლი მაღალმთიანი სოფლის, ფსხუს მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარმა 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მოიცვა, სადაც ხანძრის მრავალრიცხოვანი პატარა კერებია გაჩენილი. ზუსტი სურათისა და საზღვრების დადგენას კი, როგორც უწყებაში აცხადებენ, ხელს უშლის ძლიერი დაკვამლიანება.

სოხუმი სპეცავიაციის დახმარების თხოვნით რუს კოლეგებს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი