ახალი ამბები

გაბუნიას თქმით, მას სასულიერო პირი სექსუალურად ავიწროებდა – [ვიდეო]

10 ნოემბერი, 2019 • 3355
გაბუნიას თქმით, მას სასულიერო პირი სექსუალურად ავიწროებდა – [ვიდეო]

“მთავარი არხის“ გადაცემის “პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას თქმით, მას სასულიერო პირი სექსუალურად ავიწროებდა.

თავის მონოლოგში გაბუნია არ ასახელბს კონკრეტულად არც ტაძარს და არც სასულიერო პირს, ის ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე წლის წინ “წმინდა გიორგის სახელობის ერთ-ერთ ეკლესიაში“ მოხდა. მისივე მონაყოლის მიხედვით, როდესაც ის და მღვდელი ერთად მარტონი დარჩნენ, სასულიერო პირი მას შეეხო.

გაბუნია ამბობს, რომ ეს რამდენჯერმე განმეორდა, იმის შემდეგ კი რაც მან პროტესტი გამოთქვა და ტაძარი დატოვა, დაინახა, რომ იგივე მღვდელთან სხვა ახალგაზრდა იყო, რომელიც, მისივე ვარაუდით, ამ პირისგან სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი