მიწისძვრამ, რომელიც კატმანდუდან 50 მილის მანძილზე მოხდა, დედაქალაქში ბევრი ისტორიული შენობა დაანგრია.
როგორც BBC წერს, ბიძგები გავრცელდა მთელ რეგიონში, მათ შორის პაკისტანში, ბანგლადეშში და მეზობელ ინდოეთშიც.
”გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, რომლებსაც აქვთ უფრო მეტი ცოდნა და უფრო კარგად არიან აღჭურვილი იმ სახის საგანგებო ვითარების გასამკლავებლად, რის წინაშეც ახლა ნეპლი დგას”- განაცხადა ნეპალის ინფორმაციის მინისტრმა.






