„ქართულმა მარშმა“ დაწვა ფერადი დროშა, რომელიც ლგბტ სიამაყის დროშა არაა

ახლახან, 8 ნოემბრის საღამოს 6 საათისთვის, „ქართული მარშის“ წევრებმა ფილარმონიის წინ ლევან აკინის ქვიარ თემატიკის ფილმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაწვეს ფერადი დროშა, რომელიც რეალურად არ ყოფილა ცისარტყელას, ანუ ლგბტ სიამაყის დროშა.

ცისარყელას დროშა ქვიარ ადამიანების სიმბოლოა 1970-იანი წლებიდან, რომლის ფერებიც ქვიარ თემის მრავალფეროვნებას გამოხატავს. ექვსფერიანი დროშა ყველაზე გავრცელებული ვერსიაა.

იმ დროშას, რომელიც „ქართული მარშის“ წევრებმა დაწვეს, 5 ფერი ჰქონდა, ბოლო, მე-5 ზოლი კი თეთრი იყო, ჰომოფობიური წარწერით: NO LGBT („არა ლგბტ“).

8 ნოემბერს საქართველოში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გაიმართება. ფილმს, რომელიც ქვიარ თემატიკაზეა შექმნილი, მაყურებელი მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ნახავს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩვენებას გამოეხმაურნენ ასევე ულტრანაციონალისტური და ჰომოფობური ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენებას ჩაშლიან. შსს-ში კი ამბობენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი