ახალი ამბები

ბათუმის ციხის უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავეს

24 აპრილი, 2015 • • 1041
ბათუმის ციხის უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებული თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ ცალ სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი