ახალი ამბები

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლიც

8 ნოემბერი, 2019 • 1008
ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლიც

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი გარდაიცვალა, 120 კი დაშავდა.

Al Jazeera წერს, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 02:30 საათზე ქალაქ ჰასტრუდის მახლობლად მოხდა და ეპიცენტრიდან უახლოესი 60 კილომეტრი დააზარალა.

CNN-ის მიხედვით, წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად განადგურდა ან დიდი დაზიანება მიიღო სამმა პატარა სოფელმა. მცხოვრებელთა ნაწილი ევაკუირებულია.

ირანში მსგავსი სიძლიერის მიწისძრვრები ხშირია. CNN-ის თანახმად, შარშან ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძრვრას 361 ადამიანი ემსხვერპლა, 2017 წელს კი – 400.

გარეკანი ფოტო: sahandirib

მასალების გადაბეჭდვის წესი