გიგლა აგულაშვილმა ეს განცხადება დღეს შვეიცარიის ელჩთან საქართველოში, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
“ჩვენ რომელიმე კონკრეტული “ქეისი” დეტალურად არ განგვიხილავს. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ინვესტორებს, ბიზნესმენებს პარლამენტში მოვიწვევთ, ერთგვარი ბიზნესფორუმი გვექნება. გადავწყვიტეთ, პარლამენტის არეალი დავუთმოთ, რათა თითოეულ ადამიანს მოვუსმინოთ, თითოეული პრობლემა გავიაროთ და დავინახოთ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, დავინახოთ, ამას სისტემური ხასიათი აქვს, თუ არის გამონაკლისები და ინდივიდუალურ, პერსონალურ პრობლემას უკავშირდება. ამასთან, შევთანხმდით, რომ თუკი არსებობს სწაფად ჩარევის აუცილებლობა, მზად ვართ, ცხელი ხაზის რეჟიმში გვქონდეს რეაგირება ასეთი ტიპის პრობლემაზე.
ელჩის მხრიდან ვხედავთ საქართველოს დიდი გულშემატკივრის პოზიციას”.
საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ინტერვიუ FINANCIAL-ს მისცა, სადაც განაცხადა, რომ უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან.
გიუნტერ ბეხლერმა კომენტარი ამ თემაზე კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრამდეც გააკეთა.
