ახალი ამბები

“მეუფე სპირიდონმა დაგვაჩქარა, დროზე ამხილეთ ზოსიმეო” – მღვდელი გიორგი სხილაძე

6 ნოემბერი, 2019 • 1505
“მეუფე სპირიდონმა დაგვაჩქარა, დროზე ამხილეთ ზოსიმეო” – მღვდელი გიორგი სხილაძე

მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მაშინ პროცესი სხალთის ამჟამინდელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა დააჩქარა:

“ჩვენ ცოტა ფეხს ვითრევდით, გვინდოდა მტკიცებულება და გოჩა აბულაძემ (მეუფე სპირიდონი) დაგვაჩქარა, რას აკეთებთ, ხელზე ეამბორებით, მე გამოვალ მიტინგზე და ვიტყვი, რომ თქვენ ხელზე კოცნით. როგორი ტერმინიც გამოიყენა, არ გავიმეორებ. ჩვენ მაშინ დაგვაყვედრა, ხელზე ნუ კოცნით და დროზე ამხილეთო, რამაც დააჩქარა რექტორის კაბინეტში ჩვენი შესვლა და დღეს თვითონ ეამბორება ხელზე. შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ, მან დაწვრილებით იცის ეს ისტორია” ,- იხსენებს სხილაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისი თქმით, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (გოჩა აბულაძე) ხელწერილის ორიგინალს თან ატარებდა. ხელწერილის ასლები კი პირველად ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ჭანტურიამ გაავრცელა:

“ის დატარებდა ორიგინალს ამ ხელწერილისა. ამ ორიგინალის ასლები პირველად გააავრცელა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ. მაშინ ქსეროაპარატები არ არსებობდა, ჭანტურიამ გამოძებნა და 100 ქსეროასლი გაავრცელა”, – ამბობს მღვდელი.

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი