ახალი ამბები

მღვდელი გიორგი სხილაძე ამბობს, რომ ემუქრებიან და პროკურატურას საჯაროდ მიმართავს

6 ნოემბერი, 2019 • 1482
მღვდელი გიორგი სხილაძე ამბობს, რომ ემუქრებიან და პროკურატურას საჯაროდ მიმართავს

მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მისი მეგობრის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე დაადანაშაულა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ემუქრებიან და პროკურატურას მოუწოდებ, საკითხი შეისწავლოს:

“მზად ვარ, თუნდაც ამ საკითხის გამო ჩამქოლონ. დღეს იყო ამის მცდელობა. დილას გადავავლე თვალი და დამხვდა ასეთი წერილი. პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ პროკურატურას, პირდაპირ მემუქრება, საფრანგეთში ჩამოვალ და იქ მოგიღებ ბოლოსო. მივმართავ პროკურატურას, ეს პიროვნება შეისწავლონ”, – ამბობს სხილაძე.


მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც 2000-იანი წლებიდან საფრანგეთში საქმიანობს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მიტროპოლიტი ზოსიმე სასულირო სასწავლებლის პირველი რექტორი იყო, რომელიც თბილისში 1988 წელს გაიხსნა. თავად მიტროპოლიტი ბრალდებებს უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს.

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი