ახალი ამბები

რატომ არ იმსჯელა სინოდმა მეუფე იაკობის ბრალდების შინაარსზე – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

6 ნოემბერი, 2019 • 1168
რატომ არ იმსჯელა სინოდმა მეუფე იაკობის ბრალდების შინაარსზე – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ბოლო სხდომის შესახებ საუბრობს, რომელზეც მიტროპოლიტ პეტრეს ეპარქია ჩამოერთვა, ხოლო იაკობს – გაფრთხილება მისცეს.

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, სინოდს საერთოდ არ უმსჯელია მღვდელმთავარ იაკობის ბრალდების შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდნენ. მიტროპოლიტ ნიკოლოზის განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ იაკობმა ილია მეორეს ამ თემაზე აღსარება მისცა:

“ერთი არის მოქმედება, რომ არანორმატიული, შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარა [მეუფე იაკობმა], ცუდი ფორმით გააკეთა, ნასვამი იყო, რაც აღიარა და რაც შემამსუბუქებელი კი არა, დამამძიმებელი გარემოებაა, მაგრამ შინაარს რა ვუყოთ? რა თქვა მან? მან ბრალი დასდო პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში მთავრობას და ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გამოსაკვლევია. თუმცა ჩვენ სინოდზე ამ საკითხზე არ გვიმსჯელია და რატომ: იმიტომ, რომ მან პატრიარქს უთხრა აღსარება, ჩვენ პატრიარქმა გვითხრა, რომ ეს აღსარება მოისმინა და დამაკმაყოფილებლად ჩათვალა. რა უთხრა აღსარებაში, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ როდესაც დრო მოვა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ვენდეთ კათოლიკოს-პატრიარქს. მით უმეტეს, რომ საქმე მას ეხებოდა, მის მდგომარეობას, მის პირად ცხოვრებას, საზოგადო მსახურებას. ეს საქმე კათოლიკოს-პატრიარქს ეხებოდა”, – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლზი.

ამავე თემაზე

მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობას შეიცავს – პროკურატურა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი