ახალი ამბები

კონსორციუმს სამინისტროსთვის ახალი ინვესტორი ჯერ არ წარუდგენია – ცქიტიშვილი

6 ნოემბერი, 2019 • 850
კონსორციუმს სამინისტროსთვის ახალი ინვესტორი ჯერ არ წარუდგენია – ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამინისტროსთვის ახალი ინვესტორი ჯერ არ წარუდგენია. მისივე თქმით, უცვლელია სახელმწიფოს პოზიცია. შესაბამისად, მთავრობა კონსორციუმის “კომერციულ რისკებს” არ დააზღვევს.

საუბარია სესხის დაფარვისთვის საჭირო თანხაზე, რომელიც კონსორციუმმა პორტის ოპერირებიდან მიღებული შემოსავლით უნდა გადაიხადოს, თუმცა ბანკები ითხოვენ, რომ ტვირთების რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს.

“არაერთხელ ავხსენით, რომ სახელმწიფო ინვესტორის რისკებს ვერ აიღებს და მგონი, ეს საკითხი უკვე ამოწურულია”,-აცხადებს ცქიტიშვილი.

29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “მერიდიანმა”, რომელსაც ანაკლიის პროექტში Conti International უნდა ჩაენაცვლებინა, მთავრობას სთხოვა, თავისი კანდიდატურის განხილვა შეეჩერებინა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამის მიზეზად კომპანიამ ამ პროექტისთვის არასაკმარისი რესურსები დაასახელა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ე.წ ფინანსური დახურვისთვის ვადა 2019 წლის დეკემბრამდე აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი