ახალი ამბები

“ცილისწამება” – მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალურ შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

5 ნოემბერი, 2019 • 2974
“ცილისწამება” – მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალურ შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცილისწამებაა.

“მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტი ამბობს, რომ არც გიორგი სხილაძეს იცნობს, ვინც ეს ბრალდება გაახმიანა, და არც სავარაუდო მსხვერპლს, ვისაც ეს უკანასკნელი ასახელებს.

რაც შეეხება გიორგი სხილაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც მეუფე ზოსიმე 1980-იანი წლების ბოლოს პირობას დებს, რომ გადადგება სასულიერო აკადემიის რექტორის თანამდებობიდან, მიტროპოლიტის განაცხადებით, უთანხმოება იმან გამოიწვია, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტებს, რომლებიც ანტისაბჭოთა მანიფესტაციებში იღებდნენ მონაწილეობას, სემინარიის შინაგანაწესის დაცვა სთხოვა.

“წამალაიძის შემოგზავნილი სამი ახალგაზრდა იყო, რომელთაც არ ვიცი, რა მიზნები ამოძრავებდათ. ახლაც არ ვიცი. ურთულესი დრო იყო მაშინ, მიტინგები მიმდინარეობდა მთავრობის სასახლის წინ. სტუდენტების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ესენი, აქტიურიბდნენ და დღედაღამ იქ იყვენ და როდესაც მოვთხოვეთ ჩვენ, და მე, როგორც რექტორმა, სემინარიისთვის პატივი ეცათ და შინაგანაწესი დაეცვათ, აი, ამან დაძაბულობა შექმნა და ისეთი აზრი გაუჩინათ, თითქოს ეროვნული მოძრაობის მიმართ ინერტული ვიყავი”, – ამბობს მიტროპოლიტი “მთავართან”.

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი