ახალი ამბები

“უმნიშვნელოვანესი პროექტია” – დავითაშვილი ივანიშვილის მიერ მთაწმინდაზე ხეების ჩანაცვლებაზე

5 ნოემბერი, 2019 • 1115
“უმნიშვნელოვანესი პროექტია” – დავითაშვილი ივანიშვილის მიერ მთაწმინდაზე ხეების ჩანაცვლებაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უმნიშვნელოვანეს პროექტს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მთაწმინდის ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ ხეებს კავკასიური ჯიშებით ჩაანაცვლებს. მინისტრი დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

„მისასალმებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადყოფნას გამთქვამს, სრული მხარდაჭერა გამოხატოს და კომპეტენციის ფარგლებში კვალიფიციური სპეციალისტებით ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.

დღეს მსოფლიო კლიმატის ცვლილების პირობებში, როდესაც მიწის გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ურბანულ დასახლებებში გამწვანება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგები შევარბილოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ ხეებს კავკასიური ჯიშებით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი Entrepreneur-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

ივანიშვილი მთაწმინდის ფერდობზე “დაავადებული ხეების კავკასიური ჯიშებით” ჩანაცვლებას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი