საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს შეფასება, დღეს, “თბილისი მარიოტში” გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა: 


“ეს არის ყოვლად დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ოპოზიციის წევრები ბედავენ და მიდიან გურჯაანის რაიონის გამგეობაში და ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს. მოახდინეს პირდაპირ ჩარევა გამგეობის მუშაობაში. მოახდინეს პარალიზება … ჰქონდათ მცდელობა და მერე თქვენ ნახეთ, როგორ უპასუხა, მე ვიტყოდი, აბსოლიტურად სამართლიანად და ადეკვატურად გურჯაანის მოასახლეობამ და ხალხმა. ჩემთვის არის მიუღებელი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ეს არის კვერცხების სროლა და ასე შემდეგ. ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ ერთად ძალიან კარგად დაიმახსოვროთ, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის, ამ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას. და სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს. ”  

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 20 აპრილს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირება მოხდა. გამგებელმა ენმ-ის მაჟორიტარ გიორგი ღვინიაშვილს ოთახის დაცლა მოსთხოვა.

 

დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულმა ანტიკორუფციულმა საბჭომ მაჟორიტარის ოთახში დაიდო ბინა და მოქალაქეების მიღება დაიწყო.

 

მოქალაქეების მიღების პარალელურად გაიზარდა დაძაბულობა გამგეობის შენობაში, რაც იმით დასრულდა, რომ გამგეობისა და საკრებულოს წევრები ღვინიაშვილის ოთახში შეცვივდნენ და ოთახის დატოვება მოსთხოვეს. დაპირიპირების დროს ისროდნენ კვერცხებს,

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *