ახალი ამბებისამართალი

საბერძნეთში სატვირთოს ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა

5 ნოემბერი, 2019 • 7702
საბერძნეთში სატვირთოს ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა

40 წლის ქართველი სატვირთოს მძღოლი არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ფაქტზე საბერძნეთის პოლიციამ გუშინ დააკავა და ახლომდებარე განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

სატვირთოში, რომელიც თავის მხრივ საყინულეს წარმოადგენს, 41 არალეგალი იმყოფებოდა, რომელთაც კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო სუნთქვითი პრობლემები შეექმნათ.

The Guardian-ის ცნობით სულ მცირე შვიდი ადამიანი გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოებში.

“პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ვფიქრობთ, რომ სატვირთო საბერძნეთში თურქეთიდან შემოვიდა”, – განაცხადა ვიცეპოლკოვნიკმა თეოდოროს ქრონოპოლისმა.

მედიის ინფორმაციით, სატვირთოს კონდიცირების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. პოლიციამ სატვირთო საბერძნეთის ქალაქ ხანტისთან მახლობლად, ტრასაზე დააკავა, შემოწმების შემდეგ კი უმეტესად ავღანელი  მიგრანტებისგან შემდგარი ჯგუფი აღმოაჩინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი