ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და ილია მეორემ – ჯაღმაიძის განმარტება

4 ნოემბერი, 2019 • 1336
რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და ილია მეორემ – ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია “პირველთან“ საუბარში ყვება, თუ რის შესახებ ისაუბრეს ილია მეორემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.

ჯაღმაიძის თქმით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პატრიარქის წინააღმდეგ გახმიანებული ბრალდებები.

“ეს იყო ძალიან უშუალო მოკითხვა და გულწრფელი საუბარი. ზოგადად, დეტალებში არ ყოფილა საუბარი, სწორედ ამიტომ იყო მოსული – ბოლო პერიოდთან დაკავშირებით.

საუბარი იმაზე იყო, რომ გაუგონარია პატრიარქზე ასეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებების მოსმენა და რომ ეს არ არის მხოლოდ ეკლესიაზე შეტევა, არამედ ასეთი რიგის სკანდალი შესაძლოა სახელმწიფოსაც კი უქმნიდეს სტაბილურობის პრობლემას“, – ამბობს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ილია მეორეს მხარდაჭერა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს, მათ შორის იყვნენ ყოფილი [ბახტაძე] და ახალი [გახარია]პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტიც.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ქალბატონი ეკტერინეს [ხვედელიძე] სტუმრობაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს არის იმ გაუგონარი, პატრიარქზე შეტევის დღეებში, მისდამი გამოხატული სიყვარული, პატივისცემა და თანადგომა“, – განმარტავს ჯაღმაიძე და ამატებს, რომ მეუფე იაკობის ბოლოდროინდელ განცხადებებზე შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

ბიძინა ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი