დავით შავლიაშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დღეს, 21 აპრილს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.

სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია. 

 

დავით შავლიაშვილი პოსტზე 2014 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის აპრილამდე კი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სსიპ “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს” უფროსი იყო.


პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.

დავით შავლიაშვილი
დავით შავლიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი