ახალი ამბები

“მისასალმებელი გადაწყვეტილებაა” – კალაძე ივანიშვილის მიერ მთაწმინდაზე ხეების ჩანაცვლებაზე

4 ნოემბერი, 2019 • 1470
“მისასალმებელი გადაწყვეტილებაა” – კალაძე ივანიშვილის მიერ მთაწმინდაზე ხეების ჩანაცვლებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მისასალმებელს უწოდებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მთაწმინდის ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ ხეებს კავკასიური ჯიშებით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ივანიშვილმა Entrepreneur-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კალაძის თქმით, დედაქალაქში გამხმარი ფიჭვების პრობლემა მწვავედ დგას და მერიას შესაბამისი სამუშაოები დაწყებული აქვს. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი პრობლემური ადგილი მთაწმინდის ფერდობი და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაა, შესაბამისად, ივანიშვილის ინიციატივას მისასალმებლად მიიჩნევს:

“მთაწმინდა- კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით, ასევე, წყნეთის ფერდობი. ძალიან დიდი ნაწილი არის გაუბედურებული და გამხმარი და ეს თვალშისაცემიც არის. შესაბამისად, ნამდვილად მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება,

რომ მოხდეს ამ ხეების ჩანაცვლება, დაახლოებით 15 მილიონის დახარჯვას აპირებენ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბიზნესს ჩართულობისკენ, თანადგომისკენ, იმიტომ, რომ ეს ყველას პრობლემაა, მარტო დედაქალაქის მერიის პრობლემა არ არის. მისი პირადი ხარჯები დაახლოებით 15 მილიონი ლარის პროექტი იქნება განხორციელებული ახალი ხეების ჩანაცვლების თვალსაზრისით და, დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან მაგარი პროექტი, ძალიან გალამაზებული იქნება მთაწმინდის ფერდი”, – ამბობს კალაძე.

ივანიშვილი მთაწმინდის ფერდობზე “დაავადებული ხეების კავკასიური ჯიშებით” ჩანაცვლებას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი