ახალი ამბებიეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ინფლაცია გაზაფხულიდან შემცირდება

4 ნოემბერი, 2019 • 3937
ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ინფლაცია გაზაფხულიდან შემცირდება

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ირწმუნება, რომ 2020 წლის გაზაფხულზე ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა, წლიური 3%-ია. დღეს, 4 ნოემბერს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლიური ინფლაცია 6%-ს აჭარბებს. მაჭავარიანის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რასაც ეროვნული ბანკი ბოლო თვეებია აკეთებს, სწორია და ამას, საბოლოო ჯამში, ინფლაციის შემცირება მოჰყვება.

“ამ ფაქტს [ინფლაციას] თვალს ვუსწორებთ… ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ინფლაციური პროცესების გააქტიურება მოხდა. ნიშნულები საგანგაშო არ არის, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რეაგრება უკვე მოახდინა და ჩემი აზრით საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადადგა. როგორც ბატონმა კობამ თქვა [კობა გვენეტაძე], 2020 წლის გაზაფხულამდე მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა. ამის ყველა წინაპირობა არსებობს. მონეტარული პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი ატარებს და ჩვენი მხრივ მთავრობა [ფისკალური პოლიტიკა], იქნება იმის გარანტია, რომ ეს ასე მოხდება”, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის მაისის (7.1%) შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

1 წელში ხილი 26.9%-ით გაძვირდა, ხორცი 14.7%-ით, პური – 11%-ით – ინფლაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი