დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულმა ანტიკორუფციულმა საბჭომ მაჟორიტარის ოთახში დაიდო ბინა და მოქალაქეების მიღება დაიწყო.

 

მოქალაქეების მიღების პარალელურად გაიზარდა დაძაბულობა გამგეობის შენობაში, რაც იმით დასრულდა, რომ გამგეობისა და საკრებულოს წევრები ღვინიაშვილის ოთახში შეცვივდნენ და ოთახის დატოვება მოსთხოვეს. დაპირიპირების დროს ისროდნენ კვერცხებს.

 

“ეს ხალხი არიან დასაქმებული სხვადასხვა სტრუქტურებში და ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდნენ გურჯაანისთვის და ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდნენ ხალხისთვის, სინამდვილეში ივანიშვილს ჰყავს დასაქმებული იმისთვის, რომ ასეთი ექსცესები მოაწყოს, სადაც ჩვენ გავაქტიურდებით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

მოგვიანებით ნაციონალურ მოძრაოაბას ოთახის დაცლა ოფიციალურად მოსთხოვეს. გამგებელმა განაცხადა, რომ გამგეობა შენობაში ვერ ეტევა და ოთახი, სადაც ნაციონალური მოძრაობის კომისია მუშაობდა, სჭირდება.

 

“ჩვენი თანამშრომლები ვერ ეტევიან აღნიშნულ ფართში და მჭირდება ეგ ოთახი და მივმართეთ, რომ გაათავისუფლონ ეგ ფართი. მათ მაგისთვის თანხები აქვთ, შეუძლიათ იქირაონ სხვაგან, მაგრამ დღესაც უკანონოდ არიან და სხვას სთხოვენ კანონის შესრულებას”, – განაცხადა გურჯაანის გამგებელმა გივი გერგიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

შენობაში მობილიზებულია პოლიცია, შენობის გარეთ კი სიტყვიერი დაპირისპირება სამუშაო დღის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა. ბრძანების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა გამგეობის შენობის დატოვებას არ აპირებს.

დაპირისპირება გურჯაანის გამგეობაში. 20.04.2015
დაპირისპირება გურჯაანის გამგეობაში. 20.04.2015

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *