ახალი ამბები

ჯანელიძის თქმით, თავდაცვაში საიდუმლო სპეცრაზმის აღდგენა საჯარო განხილვის თემა არ არის

20 აპრილი, 2015 •
ჯანელიძის თქმით, თავდაცვაში საიდუმლო სპეცრაზმის აღდგენა საჯარო განხილვის თემა არ არის

“ეს საკითხი ვერ იქნება და არ არის საჯარო განხილვის თემა. ეს ადამიანები არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში არ მსახურობდნენ, არის ბევრი ისეთი საკითხი და დეტალი, რომლებიც სხვა პროცედურებს ექვემდებარება. განცხადებას ვერ გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები უნდა აღდგნენ, თუ არ უნდა აღდგნენ რომელიმე უწყების რიგებში სამსახურისთვის”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

 

გია უდესიანმა 6 აპრილს განაცხდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის დროს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფის მეთაური იყო. უდესიანის თქმით, ეს სპეცრაზმი, რომლის ხელმძღვანელი თავად იყო და მასში 400-450 ადამიანი წევრიანდებოდა, მიზნად სხვა ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში ბრძოლის წარმოებას ისახავდა.

მინდია ჯანელიძე. ფოტო - მინდია ჯანელიძის Facebook გვერდიდან
მინდია ჯანელიძე. ფოტო – მინდია ჯანელიძის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი